Wednesday, May 15, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა



                                                        პროექტი

1. პროექტის სახელწოდება:    ჭადრაკის პოპულარიზაციის პრობლემები
2. როექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
პროექტის მთავარი იდეაა იმ მიზეზების განსაზღვრა და გამოვლენა, თუ რატომ არ არის ჭადრაკი სპორტის პოპულარული სახეობა. ამის და გამო, მოსწავლეებში ნაკლებია მისი შესწავლის მოტივაცია, რაც ხელს უშლის საგნის სრულფასოვან ათვისებას. მოსწავლეები შეეცდებიან იმ გზების გამოვლენას, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჭადრაკის პოპულარიზაციას.
3. პროექტის აქტუალობა: მოცემული თემა აქტუალურია, ვინაიდან სკოლებში ჭადრაკი არ აღიქმება სრულფასოვან საგნად როგორც მოსწავლეების, ასევე მშობლების მიერ. რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის მოსწავლეების მიერ ჭადრაკის შესწავლას.
4. პროექტის მიზნები:
ჭადრაკის შესახებ უფრო მეტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის დამუშავებისა და მისი სხვადასხვა მხრიდან დანახვის შედეგად, მოსწავლეებში ინტერესისა და მოტივაციის გაზრდა.
5. მონაწილეთა ასაკი: 10 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პრეზენტაციები, კედლის გაზეთი, შესაძლოა ჩატარდეს საჭადრაკო ტურნირი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროქტორი, საჭირო ლიტერატურა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის მსვლელობა დაიყოფა რამდენიმე ნაწილად: 1. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს იდეა და ხდება ამ იდეის ორმხრივი დამუშავება. მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ აზრს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით; 2. ორგანიზაციული საკითხები: ხდება მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა, ფუნქციების დელეგირება, შესასრულებელი სამუშაოების ეტაპებად დაყოფა და ვადების განსაზღვრა და ა.შ. 3. მუშაობის პროცესი: მოსწავლეები ინტერნეტისა და საჭადრაკო წიგნების მეშვეობით მოიპოვებენ ინფორმაციას; არჩევენ ვიდეოებს ცნობილი მოჭადრაკეების შესახებ, მათი ბიოგრაფიიდან არჩევენ საინტერესო მომენტებს, რომლებიც უკავშირდება ჭადრაკს ( რომლებიც გვიჩვენებენ თუ რამდენად დიდი გავლენა იქონია ჭადრაკმა მათ ცხოვრებაზე) და ა.შ. 4. პრეზენტაცია: მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე წარმოადგენენ თავიანთ ნაშრომს. 5. ბოლო ეტაპზე, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, მოხდება გამარჯვებული ჯგუფის გამოვლენა. გამარჯვებულ გუნდს გამოავლენენ თავად მოსწავლეები ხმის მიცემის მეშვეობით.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები შეიცნობენ და გამოიყენებნ სასწავლო პროექტის და პრეზენტაციის შექმნისა და წარმართვის ხერხებს. ისინი ჩამოაყალიბებენ თემას, შესავალ ნაწილს, პრობლემის აზრსს, მიზნებსა და ამოცანებს და განსაზღვრავენ მოსალოდნელ შედეგებს. ისწავლიან აზრით იოლად და სრულყოფილად გადმოცემას.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეონა მესხი. ქ. თბილისის 54-ე საჯარო სკოლა
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: Teona.Meskhi89@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://teonameskhi.blogspot.com/